საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2693
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2693

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

1. შეწყვეტილ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ამავე მემორანდუმის 3.9(b) ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.10(a) ქვეპუნქტის შესაბამისად მემორანდუმის ფარგლებში „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ს/შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიას“ საკუთრებაში, მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი უფლებების სახელმწიფოსთვის დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი