საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2241
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2241

2016 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას,  „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის  2011 წლის 19 თებერვალს  დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „აბული“ და „არაკალი“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვადების დარღვევის თაობაზე.  

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.6(a) ქვეპუნქტის შესაბამისად, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიას“ სოლიდარულად დაეკისროთ საურავი,  ჯამში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, „Optimum Enerji Üretim A.S.“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის (№HGZ09411M000048, გარანტი - „ASYA KATILIM BANKASI A.Ş.“, გაცემის თარიღი - 29/03/2011, საგარანტიო თანხა - 3,108,000.00 (სამი მილიონ ას რვა ათასი) აშშ დოლარი) სრული ოდენობით.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალოს „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საურავის დაკისრების თაობაზე, ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.6(с) ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული საურავის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაუყოვნებლივ გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, გამოთხოვილ იქნეს,  ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია (№HGZ09411M000048, გარანტი - „ASYA KATILIM BANKASI A.Ş.“, გაცემის თარიღი - 29/03/2011), 3,108,000.00 (სამი მილიონ ას რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ამავე მემორანდუმის 3.7 პუნქტის საფუძველზე.

5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალოს „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის გამოთხოვისა და  ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.8 პუნქტის შესაბამისად საბანკო გარანტიის თანხის 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობის შესახებ.

6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი