„რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგლება № 49
2017 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს „რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204457747) ლიკვიდაციის პროცესი;
2. „საქართველოს საკრედიტო კავშირი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან;
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის;
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია