„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005, №127, მუხ. 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური“.

2. დადგენილებას მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილად ითვლება, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის 1.9 ფორმაში ინფორმაციის შეტანის, შესაბამისად გენერირებული ფორმის დასტურისა (დასტურის ღილაკზე დაჭერის გზით) და სისტემის მიერ უნიკალური კოდის მინიჭებისთანავე.

3. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.
4. ამოღებულ იქნეს დანართი №11.
5. ამოღებულ იქნეს დანართი №2.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიკახი ბექაური
თავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე




„დანართი №1

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებისთვის.

1

გადამხდელის დასახელება:

2

გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი:

3

გადამხდელის მისამართი:

4

გადამხდელის ტელეფონის ნომერი:

5

წარედგინება: სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

    რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა

   ივსება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა

 

6

საანგარიშო თვე და წელი:

7

ფორმის სახე:

8

ფორმის წარდგენის თარიღი:

9

ფორმის რეგისტრაციის ნომერი: 

 

 

შემოსავლის დასახელება

თანხა ლარში

გადასახადის განაკვეთი

გადასახადის თანხა ლარში

10

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროდან დღგ-ის და აქციზის გარეშე

 

0.75%

 

11

მაუწყებლობის სფეროდან დღგ-ის გარეშე

 

0.5%

 

გაანგარიშების ფორმაში მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:

ხელმძღვანელის გვარი და სახელი

“.