,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.058.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/ნ

2017 წლის 6 აპრილი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 2010 წლის 27 თებერვალი, №24 (23.239)  გვ.14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილება.“.

ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანი

გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანია:

ა) რეგიონის ტერიტორიაზე  გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია;

ბ) სამიზნე ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი;

გ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესის ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების გავრცელების ხასიათის რუტინული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და სიტუაციური ანალიზი;

დ) ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ავადობის დინამიკაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) ყოველი მომდევნო წლისათვის ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა;

ვ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება;

ზ) იმუნიზაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის ვაქცინოპროფილაქტიკისათვის ასაცრელი მასალის, შპრიცების, საუტილიზაციო კონტეინერებისა და სხვა სახარჯი მასალის წლიური საჭიროების განსაზღვრა;

თ) რეგიონში ,,ცივი ჯაჭვის“ ინვენტარიზაცია;

ი) ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების მიმდინარე, სიტუაციური, 6 თვის და წლიური ანალიზი;

კ) ამცრელი უბნის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმარებით ინფორმაციის მომზადება;

ლ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების შესრულების მონიტორინგი;

მ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება;

ნ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკისა და  ,,ცივი ჯაჭვის“ რუტინული მონიტორინგი;

ო) ვაქცინოპროფილაქტიკის ყოველთვიური ანგარიშის მიღება და აგრეგირებული ანგარიშის მომზადება სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების შესაბამისად;

პ) აცრებს დაქვემდებარებული კონტინგენტის განსაზღვრის, აცრების წლიური და ყოველთვიური დაგეგმარების, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების საკითხებზე აცრებზე დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა;

ჟ) ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის დონისა და იმუნიზაციის სხვა მაჩვენებლების შეფასება;

რ) აცრისშემდგომი გართულებისა და რეაქციების ზედამხედველობა;

ს) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის I და II დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ინსტრუქტაჟი;

ტ) იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზაალ მიქელაძე