„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№569
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №569

2017 წლის 24 მარტი 

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 24 თებერვალს, 16 და 20 მარტს მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 152 466 746 (ას ორმოცდათორმეტი მილიონ ოთხას სამოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარი, მათ შორის:

1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 415 000 (ორი მილიონ ოთხას თხუთმეტი ათასი) ლარისა, დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 758 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარისა, დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 388 477 (სამას ოთხმოცდარვა ათას ოთხას სამოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4 ვანის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 806 400 (ორი მილიონ რვაას ექვსი ათას ოთხასი) ლარისა, დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5 თერჯოლის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 394 695 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6 საჩხერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 718 456 (ორი მილიონ შვიდას თვრამეტი ათას ოთხას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი  №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7 ტყიბულის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 560 075 (ორი მილიონ ხუთას სამოცი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი    №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.8 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 9 260 922 (ცხრა მილიონ ორას სამოცი ათას ცხრაას ოცდაორი) ლარისა, დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 384 993 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა, დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10 ხონის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 280 891 (ორი მილიონ ორას ოთხმოცი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარისა, დანართი  №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.11 თელავის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 990 000 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.12 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 232 965 (სამი მილიონ ორას ოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდახუთი) ლარისა, დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.13 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 4 025 736 (ოთხი მილიონ ოცდახუთი ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.14 ყვარლის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 257 105 (ორი მილიონ ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ას ხუთი) ლარისა, დანართი   №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.15 დუშეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 870 000 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.16 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.17 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 962 828 (ცხრაას სამოცდაორი ათას რვაას ოცდარვა) ლარისა, დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.18 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 120 000 (ერთი მილიონ ას ოცი ათასი) ლარისა, დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.19 ცაგერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 447 631 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათერთმეტი) ლარისა, დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20 აბაშის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 810 000 (ერთი მილიონ რვაას ათი ათასი) ლარისა, დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.21 მარტვილის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 270 000 (ორი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.22 მესტიის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 052 778 (ერთი მილიონ ორმოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარისა, დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.23 სენაკის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 220 000 (ორი მილიონ ორას ოცი ათასი) ლარისა, დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.24 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 862 000 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათასი) ლარისა, დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.25 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 803 273 (ერთი მილიონ რვაას სამი ათას ორას სამოცდაცამეტი) ლარისა, დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.26 დმანისის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 741 986 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი) ლარისა, დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.27 კასპის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 317 770 (სამი მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარისა, დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.28 ქარელის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 569 513 (სამი მილიონ ხუთას სამოცდაცხრა ათას ხუთას ცამეტი) ლარისა, დანართი  №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.29 ხაშურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 650 214 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათას ორას თოთხმეტი) ლარისა, დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.30 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 670 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.31 ბაღდათის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 974 200 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას ორასი) ლარისა, დანართი   №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.32 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 449 117 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაცხრა ათას ას ჩვიდმეტი) ლარისა, დანართი  №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.33 სამტრედიის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 048 764 (ორი მილიონ ორმოცდარვა ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარისა, დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.34 ჭიათურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 540 000 (ორი მილიონ ხუთას ორმოცი ათასი) ლარისა, დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.35 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 535 500 (სამი მილიონ ხუთას ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარისა, დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.36 ახმეტის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 109 785 (ორი მილიონ ას ცხრა ათას შვიდას ოთხმოცდახუთი) ლარისა, დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.37 გურჯაანის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 322 136 (სამი მილიონ სამას ოცდაორი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი   №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.38 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 773 213 (ერთი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ორას ცამეტი) ლარისა, დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.39 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 014 670 (ორი მილიონ თოთხმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარისა, დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.40 სიღნაღის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 018 218 (ორი მილიონ თვრამეტი ათას ორას თვრამეტი) ლარისა, დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.41 თიანეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 046 616 (ორი მილიონ ორმოცდაექვსი ათას ექვსას თექვსმეტი) ლარისა, დანართი    №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.42 მცხეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 102 665 (ორი მილიონ ას ორი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარისა, დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.43 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 304 681 (ორი მილიონ სამას ოთხი ათას ექვსას ოთხმოცდაერთი) ლარისა, დანართი    №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.44 ონის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 272 380 (ერთი მილიონ ორას სამოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცი) ლარისა, დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.45 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 919 688 (ორი მილიონ ცხრაას ცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცდარვა) ლარისა, დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.46 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 333 295 (ერთი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.47 ადიგენის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 167 247 (ორი მილიონ ას სამოცდაშვიდი ათას ორას ორმოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.48 ასპინძის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 968 210 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას ორას ათი) ლარისა, დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.49 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 611 667 (ორი მილიონ ექვსას თერთმეტი ათას ექვსას სამოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.50 ახალციხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 356 851 (ორი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლარისა, დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.51 ბორჯომის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარისა, დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.52 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 279 902 (ერთი მილიონ ორას სამოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ორი) ლარისა, დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.53 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.54 მარნეულის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 660 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცი ათასი) ლარისა, დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.55 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 8 011 017 (რვა მილიონ თერთმეტი ათას ჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.56 წალკის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 928 372 (ცხრაას ოცდარვა ათას სამას სამოცდათორმეტი) ლარისა, დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.57 გორის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 250 000 (სამი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №57-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.58 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 329 999 (ერთი მილიონ სამას ოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №58-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.59 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 653 792 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა, დანართი №59-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.60 ხობის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 182 190 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაათი) ლარისა, დანართი №60-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.61 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 4 660 363 (ოთხი მილიონ ექვსას სამოცი ათას სამას სამოცდასამი) ლარისა, დანართი №61-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

2. განკარგულების დანართები 1 − 29 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. განკარგულებას დაემატოს 30 − 61 დანართები თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი