„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1280
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 161 762 549 (ას სამოცდაერთი მილიონ შვიდას სამოცდაორი ათას ხუთას ორმოცდაცხრა) ლარი, მათ შორის:
1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 654 041 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდათოთხმეტი ათას ორმოცდაერთი) ლარისა, დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.2 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 613 984 (ერთი მილიონ ექვსას ცამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარისა, დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 556 894 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა, დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.4 ვანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 332 191 (ორი მილიონ სამას ოცდათორმეტი ათას ას ოთხმოცდათერთმეტი) ლარისა, დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.5 თერჯოლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 162 094 (სამი მილიონ ას სამოცდაორი ათას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა, დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.6 საჩხერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 352 570 (სამი მილიონ სამას ორმოცდათორმეტი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარისა, დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.7 ტყიბულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 321 473 (ორი მილიონ სამას ოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაცამეტი) ლარისა, დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.8 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 8 388 526 (რვა მილიონ სამას ოთხმოცდარვა ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარისა, დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 682 496 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.10 ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 939 861 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდაერთი) ლარისა, დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.11 თელავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 630 559 (ორი მილიონ ექვსას ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.12 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 147 634 (სამი მილიონ ას ორმოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარისა, დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.13 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 673 882 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაორი) ლარისა, დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.14 ყვარლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 148 276 (ორი მილიონ ას ორმოცდარვა ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.15 დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 545 481 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარისა, დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.16 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.17 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 949 350 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას სამას ორმოცდაათი) ლარისა, დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.18 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 024 201 (ერთი მილიონ ოცდაოთხი ათას ორას ერთი) ლარისა, დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.19 ცაგერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 391 264 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას სამოცდაოთხი) ლარისა, დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.20 აბაშის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 186 718 (ორი მილიონ ას ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას თვრამეტი) ლარისა, დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.21 მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 113 988 (ორი მილიონ ას ცამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარისა, დანართი №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.22 მესტიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 975 161 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათას ას სამოცდაერთი) ლარისა, დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.23 სენაკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 637 584 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარისა, დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.24 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 791 757 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.25 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 1 785 883 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცდასამი) ლარისა, დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.26 დმანისის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 1 472 138 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ას ოცდათვრამეტი) ლარისა, დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.27 კასპის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 856 753 (ორი მილიონ რვაას ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაცამეტი) ლარისა, დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.28 ქარელის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 085 766 (სამი მილიონ ოთხმოცდახუთი ათას შვიდას სამოცდაექვსი) ლარისა, დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.29 ხაშურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 106 358 (სამი მილიონ ას ექვსი ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარისა, დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.30 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 927 087 (ორი მილიონ ცხრაას ოცდაშვიდი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.31 ბაღდათის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 543 061 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას სამოცდაერთი) ლარისა, დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.32 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 934 656 (ორი მილიონ ცხრაას ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.33 სამტრედიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 027 976 (ორი მილიონ ოცდაშვიდი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.34 ჭიათურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 355 150 (ორი მილიონ სამას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარისა, დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.35 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 447 394 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაშვიდი ათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა, დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.36 ახმეტის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 066 524 (ორი მილიონ სამოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაოთხი) ლარისა, დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.37 გურჯაანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 813 416 (ორი მილიონ რვაას ცამეტი ათას ოთხას თექვსმეტი) ლარისა, დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.38 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 530 443 (ერთი მილიონ ხუთას ოცდაათი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარისა, დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.39 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 926 089 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაექვსი ათას ოთხმოცდაცხრა) ლარისა, დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.40 სიღნაღის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 978 056 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათვრამეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.41 თიანეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 925 381 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდახუთი ათას სამას ოთხმოცდაერთი) ლარისა, დანართი №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.42 მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 954 516 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარისა, დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.43 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 186 871 (ორი მილიონ ას ოთხმოცდაექვსი ათას რვაას სამოცდათერთმეტი) ლარისა, დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.44 ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 848 449 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდარვა ათას ოთხას ორმოცდაცხრა) ლარისა, დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.45 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 860 081 (სამი მილიონ რვაას სამოცი ათას ოთხმოცდაერთი) ლარისა, დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.46 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 315 350 (ერთი მილიონ სამას თხუთმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარისა, დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.47 ადიგენის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 059 483 (ორი მილიონ ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდასამი) ლარისა, დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.48 ასპინძის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 944 432 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარისა, დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.49 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 570 075 (ორი მილიონ ხუთას სამოცდაათი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.50 ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 263 555 (ორი მილიონ ორას სამოცდასამი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.51 ბორჯომის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 167 098 (ორი მილიონ ას სამოცდაშვიდი ათას ოთხმოცდათვრამეტი) ლარისა, დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.52 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 272 042 (ერთი მილიონ ორას სამოცდათორმეტი ათას ორმოცდაორი) ლარისა, დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.53 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარისა, დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.54 მარნეულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 398 950 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდათვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარისა, დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.55 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 6 803 439 (ექვსი მილიონ რვაას სამი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.56 წალკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 524 893 (ერთი მილიონ ხუთას ოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა, დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.57 გორის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 885 957 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №57-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.58 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 314 611 (სამი მილიონ სამას თოთხმეტი ათას ექვსას თერთმეტი) ლარისა, დანართი №58-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.59 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 451 170 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარისა, დანართი №59-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.60 ხობის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 062 837 (ერთი მილიონ სამოცდაორი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №60-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.61 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 4 548 736 (ოთხი მილიონ ხუთას ორმოცდარვა ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №61-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 365 000 (ერთი მილიონ სამას სამოცდახუთი ათასი) ლარისა, დანართი №62-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.63 ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 896 884 (რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარისა, დანართი №63-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.64 მუნიციპალიტეტებს საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისათვის – არაუმეტეს 8 566 004 (რვა მილიონ ხუთას სამოცდაექვსი ათას ოთხი) ლარისა, დანართი №64-ის შესაბამისად.“.
2. განკარგულების დანართები: №1 – №63 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. განკარგულებას დაემატოს თანდართული შინაარსის №64 დანართი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი