„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1881
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1881

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 6 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 174 363 102 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ სამას სამოცდასამი ათას ას ორი) ლარი, მათ შორის:“.

 „1.1 ადიგენის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 955 083 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხმოცდასამი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2 ასპინძის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 716 584 (ერთი მილიონ შვიდას თექვსმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3 ახალციხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 110 110 (ორი მილიონ ას ათი ათას ას ათი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4 დმანისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 654 532 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 461 286 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდაერთი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6 მარნეულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 4 082 862 (ოთხი მილიონ ოთხმოცდაორი ათას რვაას სამოცდაორი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 6 600 021 (ექვსი მილიონ ექვსასი ათას ოცდაერთი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.8 წალკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 572 634 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 038 355 (ორი მილიონ ოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 243 346 (ორი მილიონ ორას ორმოცდასამი ათას სამას ორმოცდაექვსი) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.11 საჩხერის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 4 055 498 (ოთხი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.12 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 070 598 (ორი მილიონ სამოცდაათი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.13 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 190 271 (ორი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.14 ხონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 637 187 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.15 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 932 748 (ორი მილიონ ცხრაას ოცდათორმეტი ათას შვიდას ორმოცდარვა) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 4 528 308 (ოთხი მილიონ ხუთას ოცდარვა ათას სამას რვა) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.17 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 332 384 (ორი მილიონ სამას ოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.18 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 860 579 (რვაას სამოცი ათას ხუთას სამოცდაცხრამეტი) ლარი №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.19 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 092 857 (ერთი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20 ონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 576 426 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.21 ცაგერის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 118 996 (ორი მილიონ ას თვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.22 გორის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 362 122 (ორი მილიონ სამას სამოცდაორი ათას ას ოცდაორი) ლარი №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.23 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 708 285 (ორი მილიონ შვიდას რვა ათას ორას ოთხმოცდახუთი) ლარი №23 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 443 024 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ოცდაოთხი) ლარი №24 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.25 ქარელის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 824 314 (ორი მილიონ რვაას ოცდაოთხი ათას სამას თოთხმეტი) ლარი №25 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.26 კასპის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 4 188 614 (ოთხი მილიონ ას ოთხმოცდარვა ათას ექვსას თოთხმეტი) ლარი №26 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

 1.27 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 110 221 (ორი მილიონ ას ათი ათას ორას ოცდაერთი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.28 მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 101 544 (სამი მილიონ ას ერთი ათას ხუთას ორმოცდაოთხი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.29 დუშეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 690 860 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაათი ათას რვაას სამოცი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.30 თიანეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 737 754 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ორმოცდათოთხმეტი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.31 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 262 448 (ერთი მილიონ ორას სამოცდაორი ათას ოთხას ორმოცდარვა) ლარი №31 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.32 აბაშის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 993 969 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრა) ლარი №32 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 4 160 666 (ოთხი მილიონ ას სამოცი ათას ექვსას სამოცდაექვსი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.34 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 506 335 (სამი მილიონ ხუთას ექვსი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.35 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 984 826 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარი №35 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.36 ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 012 823 (ორი მილიონ თორმეტი ათას რვაას ოცდასამი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.37 მესტიის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 096 976 (სამი მილიონ ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.38 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 543 057 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.39 ახმეტის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 090 699 (ორი მილიონ ოთხმოცდაათი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.40 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 935 690 (სამი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.41 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 157 489 (ორი მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.42 თელავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 661 200 (ორი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ორასი) ლარი №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.43 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 488 512 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდარვა ათას ხუთას თორმეტი) ლარი №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.44 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 287 884 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარი №44 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.45 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 081 525 (ორი მილიონ ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.46 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 597 377 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი №46 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.47 ყვარლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 929 803 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაცხრა ათას რვაას სამი) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.48 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 13 487 037 (ცამეტი მილიონ ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ოცდაჩვიდმეტი) ლარი №48 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 728 949 (სამი მილიონ შვიდას ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარი №49 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.50 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 815 103 (ორი მილიონ რვაას თხუთმეტი ათას ას სამი) ლარი №50 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.51 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 876 576 (ორი მილიონ რვაას სამოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი №51 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.52 ვანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 836 562 (ერთი მილიონ რვაას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდაორი) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.53 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 129 054 (სამი მილიონ ას ოცდაცხრა ათას ორმოცდათოთხმეტი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.54 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 185 151 (სამი მილიონ ას ოთხმოცდახუთი ათას ას ორმოცდათერთმეტი) ლარი №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.55 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 273 222 (სამი მილიონ ორას სამოცდაცამეტი ათას ორას ოცდაორი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.56 მარტვილის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 391 149 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდაცხრა) ლარი №56 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.57 სენაკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 799 559 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ორმოცდაცხრამეტი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.58 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 5 238 059 (ხუთი მილიონ ორას ოცდათვრამეტი ათას ორმოცდაცხრამეტი) ლარი №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.59 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 599 705 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ხუთი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.60 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 687 904 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.61 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 605 019 (ერთი მილიონ ექვსას ხუთი ათას ცხრამეტი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 567 407 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაშვიდი ათას ოთხას შვიდი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.63 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 842 979 (ორი მილიონ რვაას ორმოცდაორი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.64 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 510 985 (ერთი მილიონ ხუთას ათი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

ბ) განკარგულების დანართები: №1-№64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი