„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№803
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №803   

2016 წლის 11 მაისი   

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 8 და 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 174 973 014 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაცამეტი ათას თოთხმეტი) ლარი, მათ შორის:

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 593 142 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ას ორმოცდაორი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2. ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 635 515 (ერთი მილიონ ექვსას ოცდათხუთმეტი ათას ხუთას თხუთმეტი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3. ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 462 133 (ორი მილიონ ოთხას სამოცდაორი ათას ას ოცდაცამეტი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 938 679 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5. თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 781 845 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაერთი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 930 132 (ორი მილიონ ცხრაას ოცდაათი ათას ას ოცდათორმეტი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7. ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 356 783 (სამი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდასამი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.8. ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 258 747 (ორი მილიონ ორას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას ორმოცდაშვიდი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9. ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 314 148 (ორი მილიონ სამას თოთხმეტი ათას ას ორმოცდარვა) ლარი №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10. სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 288 591 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდარვა ათას ხუთას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.11. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 303 620 (სამი მილიონ სამას სამი ათას ექვსას ოცი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.12. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 491 155 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდათხუთმეტი) ლარი №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.13. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 072 965 (ოთხი მილიონ სამოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდახუთი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.14. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 375 000 (ორი მილიონ სამას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.15. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 554 179 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.16. ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 129 184 (ორი მილიონ ას ოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.17. გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 769 079 (სამი მილიონ შვიდას სამოცდაცხრა ათას სამოცდაცხრამეტი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.18. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 811 615 (ერთი მილიონ რვაას თერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) ლარი №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.19. თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 741 627 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაერთი ათას ექვსას ოცდაშვიდი) ლარი №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 041 048 (სამი მილიონ ორმოცდაერთი ათას ორმოცდარვა) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.21. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 614 479 (ორი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი) ლარი №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.22. სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 889 873 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრა ათას რვაას სამოცდაცამეტი) ლარი №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.23. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 637 946 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) ლარი №23 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.24. ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 311 797 (ორი მილიონ სამას თერთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი №24 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.25. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 8 482 272 (რვა მილიონ ოთხას ოთხმოცდაორი ათას ორას სამოცდათორმეტი) ლარი №25 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.26. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 570 164 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაათი ათას ას სამოცდაოთხი) ლარი №26  დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.27. მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 161 844 (ოთხი მილიონ ას სამოცდაერთი ათას რვაას ორმოცდაოთხი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.28. წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 648 546 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდარვა ათას ხუთას ორმოცდაექვსი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.29. დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 733 750 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.30. ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 274 921 (ორი მილიონ ორას სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოცდაერთი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.31. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 417 270 (ერთი მილიონ ოთხას ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდაათი) ლარი №31 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.32. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 945 000 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი №32 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.33. დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 550 384 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.34. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 074 060 (ორი მილიონ სამოცდათოთხმეტი ათას სამოცი) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.35. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 217 993 (ერთი მილიონ ორას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი №35 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.36. ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 578 500 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.37. ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 508 494 (ორი მილიონ ხუთას რვა ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.38. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 346 723 (ორი მილიონ სამას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდასამი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.39. ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 362 372 (ერთი მილიონ სამას სამოცდაორი ათას სამას სამოცდათორმეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.40. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 027 934 (ხუთი მილიონ ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოცდათოთხმეტი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.41. მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 409 020 (ორი მილიონ ოთხას ცხრა ათას ოცი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.42. სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 553 962 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდაორი) ლარი №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.43. ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 192 756 (ორი მილიონ ას ოთხმოცდათორმეტი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარი №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.44. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 762 238 (ერთი მილიონ შვიდას სამოცდაორი ათას ორას ოცდათვრამეტი) ლარი №44 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.45. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 010 276 (ორი მილიონ ათი ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარი №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.46. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 360 196 (სამი მილიონ სამას სამოცი ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი №46 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.47. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 532 839 (სამი მილიონ ხუთას ოცდათორმეტი ათას რვაას ოცდაცხრამეტი) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.48. აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 457 087 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №48 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.49. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 755 845 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი №49 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.50. ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 824 655 (ერთი მილიონ რვაას ოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდათხუთმეტი) ლარი №50 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.51. ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 172 680 (ორი მილიონ ას სამოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი №51 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.52. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 658 720 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოცი) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.53. ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 093 305 (ორი მილიონ ოთხმოცდაცამეტი ათას სამას ხუთი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.54. ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 931 285 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათერთმეტი ათას ორას ოთხმოცდახუთი) ლარი №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.55. მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 908 984 (ორი მილიონ ცხრაას რვა ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.56. გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 471 681 (ოთხი მილიონ ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაერთი) ლარი №56 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.57. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 236 869 (სამი მილიონ ორას ოცდათექვსმეტი ათას რვაას სამოცდაცხრა) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.58. ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 496 506 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ექვსი) ლარი №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.59. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 220 640 (სამი მილიონ ორას ოცი ათას ექვსას ორმოცი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.60. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 10 809 302 (ათი მილიონ რვაას ცხრა ათას სამას ორი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.61. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 352 179 (ორი მილიონ სამას ორმოცდათორმეტი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.62. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 614 999 (ერთი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.63. გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 899 880 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.64. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 043 601 (სამი მილიონ ორმოცდასამი ათას ექვსას ერთი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

ბ) განკარგულების დანართები: №1-№64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი