„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2501
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022663
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2501

2016 წლის 9დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 174 975 522 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდაორი) ლარი, მათ შორის:

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 158 213 (სამი მილიონ ას ორმოცდათვრამეტი ათას ორას ცამეტი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2. ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 821 521 (ერთი მილიონ რვაას ოცდაერთი ათას ხუთას ოცდაერთი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3. ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 436 006 (ორი მილიონ ოთხას ოცდათექვსმეტი ათას ექვსი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 922 884 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაორი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5. თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 758 781 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 893 005 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას ხუთი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7. ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 147 481 (სამი მილიონ ას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.8. ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 208 034 (ორი მილიონ ორას რვა ათას ოცდათოთხმეტი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9. ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 282 586 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაორი ათას ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარი №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10. სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 377 760 (ორი მილიონ სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცი) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.11. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 140 157 (სამი მილიონ ას ორმოცი ათას ას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.12. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 858 004 (სამი მილიონ რვაას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხი) ლარი №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.13. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 953 610 (სამი მილიონ ცხრაას ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ათი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.14. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 375 000 (ორი მილიონ სამას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.15. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 520 462 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათას ოთხას სამოცდაორი) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.16. ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 136 793 (ორი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.17. გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 565 852 (სამი მილიონ ხუთას სამოცდახუთი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.18. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 710 119 (ერთი მილიონ შვიდას ათი ათას ას ცხრამეტი) ლარი №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.19. თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 682 953 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 049 554 (სამი მილიონ ორმოცდაცხრა ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.21. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 330 256 (ორი მილიონ სამას ოცდაათი ათას ორას ორმოცდათექვსმეტი) ლარი №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.22. სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 122 619 (ორი მილიონ ას ოცდაორი ათას ექვსას ცხრამეტი) ლარი №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.23. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 590 803 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაათი ათას რვაას სამი) ლარი №23 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.24. ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 667 836 (ორი მილიონ ექვსას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარი №24 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.25. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 7 890 983 (შვიდი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი) ლარი №25 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.26. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 289 705 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას ხუთი) ლარი №26 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.27. მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 866 615 (სამი მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათას ექვსას თხუთმეტი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.28. წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 419 190 (ერთი მილიონ ოთხას ცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაათი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.29. დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 405 999 (ერთი მილიონ ოთხას ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.30. ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 254 062 (ორი მილიონ ორას ორმოცდათოთხმეტი ათას სამოცდაორი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.31. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 414 557 (ერთი მილიონ ოთხას თოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №31 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.32. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 945 000 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი №32 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.33. დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 920 260 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათას ორას სამოცი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.34. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 818 429 (ერთი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.35. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 217 993 (ერთი მილიონ ორას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი №35 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.36. ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 552 490 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.37. ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 507 047 (ორი მილიონ ხუთას შვიდი ათას ორმოცდაშვიდი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.38. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 299 132 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ოცდათორმეტი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.39. ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 320 953 (ერთი მილიონ სამას ოცი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.40. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 866 863 (ოთხი მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათას რვაას სამოცდასამი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.41. მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 267 885 (ორი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოთხმოცდახუთი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.42. სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 333 037 (ორი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას ოცდაჩვიდმეტი) ლარი №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.43. ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 378 004 (ორი მილიონ სამას სამოცდათვრამეტი ათას ოთხი) ლარი №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.44. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 722 957 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №44 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.45. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 010 276 (ორი მილიონ ათი ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარი №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.46. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 155 170 (სამი მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარი №46 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.47. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 148 133 (ოთხი მილიონ ას ორმოცდარვა ათას ას ოცდაცამეტი) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.48. აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 300 718 (ორი მილიონ სამასი ათას შვიდას თვრამეტი) ლარი №48 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.49. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 755 845 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი №49 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.50. ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 812 752 (ერთი მილიონ რვაას თორმეტი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარი №50 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.51. ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 532 273 (ორი მილიონ ხუთას ოცდათორმეტი ათას ორას სამოცდაცამეტი) ლარი №51 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.52. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 658 720 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოცი) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.53. ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 308 963 (ორი მილიონ სამას რვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.54. ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 911 422 (ერთი მილიონ ცხრაას თერთმეტი ათას ოთხას ოცდაორი) ლარი №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.55. მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 042 983 (სამი მილიონ ორმოცდაორი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.56. გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 816 767 (სამი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას შვიდას სამოცდაშვიდი) ლარი №56 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.57. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 979 301 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრამეტი ათას სამას ერთი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.58. ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 496 506 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ექვსი) ლარი №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.59. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 083 294 (სამი მილიონ ოთხმოცდასამი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.60. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 12 577 201 (თორმეტი მილიონ ხუთას სამოცდაჩვიდმეტი ათას ორას ერთი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.61. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 269 578 (ორი მილიონ ორას სამოცდაცხრა ათას ხუთას სამოცდათვრამეტი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.62. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 614 999 (ერთი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.63. გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 145 544 (სამი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ხუთას ორმოცდაოთხი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.64. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 953 627 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ოცდაშვიდი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

ბ) დანართები 1- 64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი            გიორგი კვირიკაშვილი