„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №641
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 139 987 531 (ას ოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდათერთმეტი) ლარი, მათ შორის:
1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 077 521 (ორი მილიონ სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდაერთი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 791 864 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდაოთხი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 995 014 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ათას თოთხმეტი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.4 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 941 274 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაერთი ათას ორას სამოცდათოთხმეტი) ლარი დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.5 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 364 200 (ორი მილიონ სამას სამოცდაოთხი ათას ორასი) ლარი დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 804 268 (ერთი მილიონ რვაას ოთხი ათას ორას სამოცდარვა) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.7 ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 628 326 (ერთი მილიონ ექვსას ოცდარვა ათას სამას ოცდაექვსი) ლარი დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.8 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 123 075 (სამი მილიონ ას ოცდასამი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.9 თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს არაუმეტეს 11 465 146 (თერთმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.10 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 690 446 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.11 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 349 702 (ორი მილიონ სამას ორმოცდაცხრა ათას შვიდას ორი) ლარი დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.12 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 173 260 (ორი მილიონ ას სამოცდაცამეტი ათას ორას სამოცი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.13 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 505 271 (ორი მილიონ ხუთას ხუთი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.14 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 991 345 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.15 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 583 941 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდასამი ათას ცხრაას ორმოცდაერთი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.16 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 426 052 (ორი მილიონ ოთხას ოცდაექვსი ათას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.17 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 832 707 (ერთი მილიონ რვაას ოცდათორმეტი ათას შვიდას შვიდი) ლარი დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.18 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 436 286 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.19 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 228 946 (ორი მილიონ ორას ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.20 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 232 733 (ერთი მილიონ ორას ოცდათორმეტი ათას შვიდას ოცდაცამეტი) ლარი დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.21 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 920 850 (ცხრაას ოცი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.22 თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 031 687 (ორი მილიონ ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაშვიდი) ლარი დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.23 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 079 977 (ხუთი მილიონ სამოცდაცხრამეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.24 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 461 706 (ოთხას სამოცდაერთი ათას შვიდას ექვსი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.25 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 389 986 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.26 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 698 468 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.27 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 976 797 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.28 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 385 318 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდახუთი ათას სამას თვრამეტი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.29 ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 128 735 (ერთი მილიონ ას ოცდარვა ათას შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.30 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 533 921 (ორი მილიონ ხუთას ოცდაცამეტი ათას ცხრაას ოცდაერთი) ლარი დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.31 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არაუმეტეს 7 104 378 (შვიდი მილიონ ას ოთხი ათას სამას სამოცდათვრამეტი) ლარი დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.32 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 719 855 (ერთი მილიონ შვიდას ცხრამეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.33 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 456 708 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას რვა) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.34 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 210 125 (ორას ათი ათას ას ოცდახუთი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.35 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 372 557 (ერთი მილიონ სამას სამოცდათორმეტი ათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.36 გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 424 169 (ოთხი მილიონ ოთხას ოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრა) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.37 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 918 348 (ერთი მილიონ ცხრაას თვრამეტი ათას სამას ორმოცდარვა) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.38 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 549 632 (ოთხი მილიონ ხუთას ორმოცდაცხრა ათას ექვსას ოცდათორმეტი) ლარი დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.39 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 242 817 (ორი მილიონ ორას ორმოცდაორი ათას რვაას ჩვიდმეტი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.40 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 3 520 019 (სამი მილიონ ხუთას ოცი ათას ცხრამეტი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.41 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 697 901 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ერთი) ლარი დანართი №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.42 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 393 953 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.43 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 023 656 (სამი მილიონ ოცდასამი ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.44 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 624 885 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდახუთი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.45 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 530 341 (ხუთას ოცდაათი ათას სამას ორმოცდაერთი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 387 949 (ექვსი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.47 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 482 927 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარი დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.48 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 652 179 (ექვსას ორმოცდათორმეტი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.49 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 078 642 (ერთი მილიონ სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდაორი) ლარი დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.50 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 058 065 (ექვსი მილიონ ორმოცდათვრამეტი ათას სამოცდახუთი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.51 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 263 427 (სამი მილიონ ორას სამოცდასამი ათას ოთხას ოცდაშვიდი) ლარი დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.52 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 939 913 (ორი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ცამეტი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.53 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 111 542 (ერთი მილიონ ას თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაორი) ლარი დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.54 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 573 846 (ორი მილიონ ხუთას სამოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდაექვსი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.55 ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 158 655 (ერთი მილიონ ას ორმოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.56 მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 404 800 (ორი მილიონ ოთხას ოთხი ათას რვაასი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.57 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 837 420 (ერთი მილიონ რვაას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოცი) ლარი დანართი №57-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
ბ) დანართები№ 1-№ 57 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი