„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2460
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2460

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა) განკარგულების პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 10 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 31 136 520 (ოცდათერთმეტი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოცი) ლარი, მათ შორის:

1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 700 999 (შვიდასი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.3 ბაღდათის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 163 596 (ერთი მილიონ ას სამოცდასამი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა დანართ №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.4 ვანის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 634 079 (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას სამოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.5 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 111 443 (ერთი მილიონ ას თერთმეტი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარისა დანართ №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.6 თერჯოლის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 297 573 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარისა დანართ №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.7 სამტრედიის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 716 399 (შვიდას თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.8 საჩხერის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 039 197 (ერთი  მილიონ ოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარისა დანართ №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.9 ტყიბულის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 844 016 (რვაას ორმოცდაოთხი ათას თექვსმეტი) ლარისა დანართ №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.10 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 2  531 919 (ორი მილიონ ხუთას ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ცხრამეტი) ლარისა დანართ №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.11 ხონის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 349 374 (სამას ორმოცდაცხრა ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარისა დანართ №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.12 ახმეტის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 481 004 (ოთხას ოთხმოცდაერთი ათას ოთხი) ლარისა დანართ №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.13 გურჯაანის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 677 820 (ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცი) ლარისა დანართ №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.14 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 569 998 (ხუთას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარისა დანართ №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.15 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 294 693 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა დანართ №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.16 თელავის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 542 526 (ხუთას ორმოცდაორი ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარისა დანართ №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.17 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 488 105 (ოთხას ოთხმოცდარვა ათას ას ხუთი) ლარისა დანართ №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.18 სიღნაღის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 443 651 (ოთხას ორმოცდასამი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.19 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 195 171 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ას სამოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.20 ყვარლის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 609 830 (ექვსას ცხრა ათას რვაას ოცდაათი) ლარისა დანართ №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.21 დუშეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 332 500 (სამას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარისა დანართ №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.22 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა დანართ №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.23 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 188 972 (ას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარისა დანართ №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.24 მცხეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 881 988 (რვაას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარისა დანართ №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.25 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 241 812 (ორას ორმოცდაერთი ათას რვაას თორმეტი) ლარისა დანართ №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.26 ონის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 203 648 (ორას სამი ათას ექვსას ორმოცდარვა) ლარისა დანართ №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.27 ცაგერის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 278 614 (ორას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას თოთხმეტი) ლარისა დანართ №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.28 აბაშის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 361 883 (სამას სამოცდაერთი ათას რვაას ოთხმოცდასამი) ლარისა დანართ №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.29 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 2 149 645 (ორი მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარისა დანართ №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.30 მარტვილის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 620 231 (ექვსას ოცი ათას ორას ოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.31 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 375 804 (სამას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხი) ლარისა დანართ №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.32 სენაკის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 889 200 (რვაას ოთხმოცდაცხრა ათას ორასი) ლარისა დანართ №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.33 ხობის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 669 084 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ოთხმოცდაოთხი) ლარისა დანართ №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.34 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.35 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 800 000 (რვაასი ათასი) ლარისა დანართ №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.36 ასპინძის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 360 992 (სამას სამოცი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა დანართ №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.37 ახალციხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 236 775 (ორას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარისა დანართ №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.38 ბოლნისის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 443 049 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ორმოცდაცხრა) ლარისა დანართ     №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.39 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 274 205 (ორას სამოცდათოთხმეტი ათას ორას ხუთი) ლარისა დანართ №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.40 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 373 336 (სამას სამოცდაცამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარისა დანართ №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.41 წალკის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 492 488 (ოთხას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარისა დანართ №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.42 გარდაბნის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.43 გორის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 582 772 (ხუთას ოთხმოცდაორი ათას შვიდას სამოცდათორმეტი) ლარისა დანართ №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.44 ქარელის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 206 358 (ერთი მილიონ ორას ექვსი ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარისა დანართ   №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.45 ხაშურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 640 121 (ექვსას ორმოცი ათას ას ოცდაერთი) ლარისა დანართ №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.46 კასპის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 291 650 (ორას ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარისა დანართ №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

ბ) განკარგულების დანართები: №1 – №46 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

 


📎 დანართები (1)
2460.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗