„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025310
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262 6

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 32 108 004 (ოცდათორმეტი მილიონ ას რვა ათას ოთხი) ლარი, მათ შორის:

1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 700 999 (შვიდასი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.3 ბაღდათის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 163 596 (ერთი მილიონ ას სამოცდასამი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა დანართ №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.4 ვანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 634 079 (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას სამოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.5 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 111 443 (ერთი მილიონ ას თერთმეტი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარისა დანართ №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.6 თერჯოლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 297 573 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარისა დანართ      №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.7 სამტრედიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 716 399 (შვიდას თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.8 საჩხერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 039 197 (ერთი მილიონ ოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარისა დანართ №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.9 ტყიბულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 844 016 (რვაას ორმოცდაოთხი ათას თექვსმეტი) ლარისა დანართ №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.10 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 531 919 (ორი მილიონ ხუთას ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ცხრამეტი) ლარისა დანართ №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.11 ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 349 374 (სამას ორმოცდაცხრა ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარისა დანართ №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.12 ახმეტის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 481 004 (ოთხას ოთხმოცდაერთი ათას ოთხი) ლარისა დანართ №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.13 გურჯაანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 677 820 (ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცი) ლარისა დანართ №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.14 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 569 998 (ხუთას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარისა დანართ №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.15 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 294 693 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა დანართ №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.16 თელავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 542 526 (ხუთას ორმოცდაორი ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარისა დანართ №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.17 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 488 105 (ოთხას ოთხმოცდარვა ათას ას ხუთი) ლარისა დანართ №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.18 სიღნაღის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 443 651 (ოთხას ორმოცდასამი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.19 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 195 171 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ას სამოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.20 ყვარლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 609 830 (ექვსას ცხრა ათას რვაას ოცდაათი) ლარისა დანართ №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.21 დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 332 500 (სამას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარისა დანართ №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.22 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა დანართ №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.23 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 188 972 (ას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარისა დანართ №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.24 მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 881 988 (რვაას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარისა დანართ №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.25 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 241 812 (ორას ორმოცდაერთი ათას რვაას თორმეტი) ლარისა დანართ №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.26 ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 203 648 (ორას სამი ათას ექვსას ორმოცდარვა) ლარისა დანართ №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.27 აბაშის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 361 883 (სამას სამოცდაერთი ათას რვაას ოთხმოცდასამი) ლარისა დანართ №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.28 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 149 645 (ორი მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარისა დანართ №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.29 მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 620 231 (ექვსას ოცი ათას ორას ოცდათერთმეტი) ლარისა დანართ №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.30 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 375 804 (სამას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხი) ლარისა დანართ №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.31 სენაკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 889 200 (რვაას ოთხმოცდაცხრა ათას ორასი) ლარისა დანართ №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.32 ხობის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 669 084 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ოთხმოცდაოთხი) ლარისა დანართ №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.33 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.34 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 800 000 (რვაასი ათასი) ლარისა დანართ №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.35 ასპინძის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 360 992 (სამას სამოცი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა დანართ №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.36 ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 236 775 (ორას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარისა დანართ     №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.37 ბოლნისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 443 049 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ორმოცდაცხრა) ლარისა დანართ    №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.38 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 300 730 (სამასი ათას შვიდას ოცდაათი) ლარისა დანართ №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.39 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 373 336 (სამას სამოცდაცამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარისა დანართ №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.40 წალკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 492 488 (ოთხას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარისა დანართ №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.41 გარდაბნის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 2 173 573 (ორი მილიონ ას სამოცდაცამეტი ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარისა დანართ №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.42 გორის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 582 772 (ხუთას ოთხმოცდაორი ათას შვიდას სამოცდათორმეტი) ლარისა დანართ №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.43 ქარელის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 206 358 (ერთი მილიონ ორას ექვსი ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარისა დანართ     №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.44 ხაშურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 640 121 (ექვსას ორმოცი ათას ას ოცდაერთი) ლარისა დანართ №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.45 კასპის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 291 650 (ორას ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარისა დანართ №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

ბ) განკარგულების დანართები: №1 – №45 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) განკარგულების №46 დანართი ამოღებულ იქნეს.

 

პრემიერ - მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი