„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2797
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 175 274 821 (ას სამოცდათხუთმეტი მილიონ ორას სამოცდათოთხმეტი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი, მათ შორის:
1.1 ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 939 914 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.2 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 685 278 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდახუთი ათას ორას სამოცდათვრამეტი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.3 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 083 446 (ორი მილიონ ოთხმოცდასამი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.4 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 654 532 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.5 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 268 940 (ერთი მილიონ ორას სამოცდარვა ათას ცხრაას ორმოცი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.6 მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 960 430 (სამი მილიონ ცხრაას სამოცი ათას ოთხას ოცდაათი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 418 913 (ექვსი მილიონ ოთხას თვრამეტი ათას ცხრაას ცამეტი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.8 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 548 103 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდარვა ათას ას სამი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.9 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 032 908 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ცხრაას რვა) ლარი №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.10 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 218 330 (ორი მილიონ ორას თვრამეტი ათას სამას ოცდაათი) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.11 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 177 502 (ოთხი მილიონ ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.12 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 062 254 (ორი მილიონ სამოცდაორი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი) ლარი №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.13 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 408 490 (ორი მილიონ ოთხას რვა ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.14 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 610 783 (ერთი მილიონ ექვსას ათი ათას შვიდას ოთხმოცდასამი) ლარი №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.15 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 912 130 (ორი მილიონ ცხრაას თორმეტი ათას ას ოცდაათი) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 538 827 (ოთხი მილიონ ხუთას ოცდათვრამეტი ათას რვაას ოცდაშვიდი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.17 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 318 267 (ორი მილიონ სამას თვრამეტი ათას ორას სამოცდაშვიდი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.18 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 859 618 (რვაას ორმოცდაცხრამეტი ათას ექვსას თვრამეტი) ლარი №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.19 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 087 194 (ერთი მილიონ ოთხმოცდაშვიდი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.20 ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 531 437 (ერთი მილიონ ხუთას ოცდათერთმეტი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.21 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 071 801 (ორი მილიონ სამოცდათერთმეტი ათას რვაას ერთი) ლარი №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.22 გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 976 427 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ოცდაშვიდი) ლარი №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.23 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 708 285 (ორი მილიონ შვიდას რვა ათას ორას ოთხმოცდახუთი) ლარი №23 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 433 054 (ორი მილიონ ოთხას ოცდაცამეტი ათას ორმოცდათოთხმეტი) ლარი №24 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.25 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 813 979 (ორი მილიონ რვაას ცამეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარი №25 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.26 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 076 458 (ოთხი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი №26 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.27 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 357 538 (ორი მილიონ სამას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდათვრამეტი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.28 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 958 243 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდათვრამეტი ათას ორას ორმოცდასამი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.29 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 530 168 (ორი მილიონ ხუთას ოცდაათი ათას ას სამოცდარვა) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.30 თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 752 216 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ორას თექვსმეტი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.31 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 244 106 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაოთხი ათას ას ექვსი) ლარი №31 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.32 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 993 323 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცამეტი ათას სამას ოცდასამი) ლარი №32 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 206 930 (ოთხი მილიონ ორას ექვსი ათას ცხრაას ოცდაათი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.34 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 789 123 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცხრა ათას ას ოცდასამი) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.35 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 955 452 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარი №35 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.36 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 855 304 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას ოთხი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.37 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 296 976 (ოთხი მილიონ ორას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.38 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 668 891 (ორი მილიონ ექვსას სამოცდარვა ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.39 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 084 052 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათას ორმოცდათორმეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.40 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 889 749 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას ორმოცდაცხრა) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.41 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 090 721 (ორი მილიონ ოთხმოცდაათი ათას შვიდას ოცდაერთი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.42 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 606 673 (ორი მილიონ ექვსას ექვსი ათას ექვსას სამოცდაცამეტი) ლარი №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.43 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 507 542 (ორი მილიონ ხუთას შვიდი ათას ხუთას ორმოცდაორი) ლარი №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.44 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 467 453 (ორი მილიონ ოთხას სამოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი №44 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.45 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 028 987 (ორი მილიონ ოცდარვა ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.46 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 579 619 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრამეტი) ლარი №46 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.47 ყვარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 984 249 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას ორას ორმოცდაცხრა) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.48 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 13 939 013 (ცამეტი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას ცამეტი) ლარი №48 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 897 649 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ლარი №49 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.50 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 814 958 (ორი მილიონ რვაას თოთხმეტი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარი №50 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.51 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 863 116 (ორი მილიონ რვაას სამოცდასამი ათას ას თექვსმეტი) ლარი №51 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.52 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 762 977 (ერთი მილიონ შვიდას სამოცდაორი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.53 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 126 415 (სამი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ოთხას თხუთმეტი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.54 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 864 906 (ორი მილიონ რვაას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ექვსი) ლარი №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.55 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 292 414 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას თოთხმეტი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.56 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 682 050 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ორმოცდაათი) ლარი №56 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.57 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 882 222 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდაორი ათას ორას ოცდაორი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.58 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 223 452 (ხუთი მილიონ ორას ოცდასამი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარი №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.59 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 599 677 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.60 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 586 879 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაექვსი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.61 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 603 926 (ერთი მილიონ ექვსას სამი ათას ცხრაას ოცდაექვსი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 545 177 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.63 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 842 979 (ორი მილიონ რვაას ორმოცდაორი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.64 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 502 396 (ერთი მილიონ ხუთას ორი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
ბ) განკარგულების №1-№64 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი