„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1105
2013 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 224 944 271 (ორას ოცდაოთხი მილიონ ცხრაას ორმოცდაოთხი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი, მათ შორის:
1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 799 780 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 762 676 (სამი მილიონ შვიდას სამოცდაორი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 840 015 (ხუთი მილიონ რვაას ორმოცი ათას თხუთმეტი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.4 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 432 300 (სამი მილიონ ოთხას ოცდათორმეტი ათას სამასი) ლარი დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.5 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 548 090 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდარვა ათას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 896 990 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.7 ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 034 970 (სამი მილიონ ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.8 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 819 815 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.9 თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 633 970 (ექვსას ოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 796 660 (ხუთი მილიონ შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ექვსას სამოცი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.11 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 327 505 (ორი მილიონ სამას ოცდაშვიდი ათას ხუთას ხუთი) ლარი დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 927 415 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდაშვიდი ათას ოთხას თხუთმეტი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.13 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 211 515 (სამი მილიონ ორას თერთმეტი ათას ხუთას თხუთმეტი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.14 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 729 820 (ორი მილიონ შვიდას ოცდაცხრა ათას რვაას ოცი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.15 ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 727 255 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაშვიდი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.16 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არაუმეტეს 13 235 655 (ცამეტი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.17 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 884 780 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.18 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 608 750 (ერთი მილიონ ექვსას რვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.19 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 518 400 (ოთხი მილიონ ხუთას თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.20 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 001 095 (ორი მილიონ ერთი ათას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.21 გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 866 355 (ექვსი მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.22 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 149 850 (სამი მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.23 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 630 740 (ხუთი მილიონ ექვსას ოცდაათი ათას შვიდას ორმოცი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 824 760 (სამი მილიონ რვაას ოცდაოთხი ათას შვიდას სამოცი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.25 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 11 878 705 (თერთმეტი მილიონ რვაას სამოცდათვრამეტი ათას შვიდას ხუთი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.26 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 188 030 (ორი მილიონ ას ოთხმოცდარვა ათას ოცდაათი) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.27 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 943 835 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდასამი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.28 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 039 060 (ორი მილიონ ოცდაცხრამეტი ათას სამოცი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.29 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 080 380 (სამი მილიონ ოთხმოცი ათას სამას ოთხმოცი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.30 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 479 035 (ორი მილიონ ოთხას სამოცდაცხრამეტი ათას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.31 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 559 860 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცი) ლარი დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.32 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 161 480 (ორი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 9 700 165 (ცხრა მილიონ შვიდასი ათას ას სამოცდახუთი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.34 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 576 350 (ორი მილიონ ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.35 ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 432 455 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათორმეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 941 310 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაერთი ათას სამას ათი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.37 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 713 030 (ორი მილიონ შვიდას ცამეტი ათას ოცდაათი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.38 თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს არაუმეტეს 16 237 345 (თექვსმეტი მილიონ ორას ოცდაჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.39 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 145 100 (ორი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ასი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.40 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 543 330 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას სამას ოცდაათი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.41 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 904 530 (სამი მილიონ ცხრაას ოთხი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.42 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 254 055 (ოთხი მილიონ ორას ორმოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 266 615 (სამი მილიონ ორას სამოცდაექვსი ათას ექვსას თხუთმეტი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.44 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 069 015 (ორი მილიონ სამოცდაცხრა ათას თხუთმეტი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.45 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 338 360 (ოთხი მილიონ სამას ოცდათვრამეტი ათას სამას სამოცი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 315 340 (სამი მილიონ სამას თხუთმეტი ათას სამას ორმოცი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.47 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 041 570 (ორი მილიონ ორმოცდაერთი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.48 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 9 721 340 (ცხრა მილიონ შვიდას ოცდაერთი ათას სამას ორმოცი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 414 700 (ორი მილიონ ოთხას თოთხმეტი ათას შვიდასი) ლარი დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.50 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 145 445 (სამი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.51 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 778 430 (სამი მილიონ შვიდას სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაათი) ლარი დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 816 750 (ოთხი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.53 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 518 610 (ოთხი მილიონ ხუთას თვრამეტი ათას ექვსას ათი) ლარი დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.54 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 948 165 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდარვა ათას ას სამოცდახუთი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.55 მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 697 040 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორმოცი) ლარი დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.56 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 862 875 (სამი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.57 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 022 800 (ოთხი მილიონ ოცდაორი ათას რვაასი) ლარი დანართი №57-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
ბ) განკარგულების დანართები №1-№57 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
* დანართები არ ქვეყნდება