„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1085
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 19/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1085

2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 204 016 050 (ორას ოთხი მილიონ თექვსმეტი ათას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.2, 1.3, 1.5, 1.6, 1.7, 1.9, 1.10, 1.12, 1.15, 1.17, 1.19, 1.20, 1.22, 1.23, 1.24, 1.31, 1.33, 1.36, 1.41, 1.46, 1.49, 1.50, 1.53, 1.56 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 030 125 (ოთხი მილიონ ოცდაათი ათას ას ოცდახუთი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 067 485 (ექვსი მილიონ სამოცდაშვიდი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.5 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 787 540 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცი) ლარი დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 733 775 (ორი მილიონ შვიდას ოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.7 ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 034 970 (სამი მილიონ ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.9 თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 658 560 (ექვსას ორმოცდათვრამეტი ათას ხუთას სამოცი) ლარი დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 775 960 (ოთხი მილიონ შვიდას სამოცდათხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 310 930 (ოთხი მილიონ სამას ათი ათას ცხრაას ოცდაათი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

„1.15 ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 727 255 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაშვიდი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.17 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 656 800 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაასი) ლარი დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.19 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 991 055 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.20 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 164 135 (ორი მილიონ ას სამოცდაოთხი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.22 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 149 850 (სამი მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.23 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 816 515 (ოთხი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას ხუთას თხუთმეტი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 824 760 (სამი მილიონ რვაას ოცდაოთხი ათას შვიდას სამოცი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.31 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 559 860 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცი) ლარი დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 9 700 165 (ცხრა მილიონ შვიდასი ათას ას სამოცდახუთი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 957 840 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ორმოცი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.41 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 904 530 (სამი მილიონ ცხრაას ოთხი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 273 130 (სამი მილიონ ორას სამოცდაცამეტი ათას ას ოცდაათი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 414 700 (ორი მილიონ ოთხას თოთხმეტი ათას შვიდასი) ლარი დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.50 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 145 445 (სამი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.53 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 949 015 (სამი მილიონ ცხრაას ორმოცდაცხრა ათას თხუთმეტი) ლარი დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.56 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 992 175 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულების №2, №3, №5, №6, №7, №9, №10, №12, №15, №17, №19, №20, №22, №23, №24, №31, №33, №36, №41, №46, №49, №50, №51, №53, №56 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

 

 

* ქვეყნდება დანართების გარეშე