„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №665
2013 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის № 311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 107 516 910 (ას შვიდი მილიონ ხუთას თექვსმეტი ათას ცხრაას ათი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.4, 1.6, 1.9, 1.13, 1.16, 1.18, 1.20, 1.24, 1.25, 1.28, 1.29, 1.30, 1.32, 1.33, 1.34, 1.37, 1.40, 1.43, 1.44, 1.45, 1.46, 1.47, 1.48, 1.50, 1.52 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.4 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 076 370 (სამი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდაათი) ლარი დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 491 490 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.9 თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 432 390 (ოთხას ოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.13 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 823 120 (ერთი მილიონ რვაას ოცდასამი ათას ას ოცი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.16 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არაუმეტეს 10 666 910 (ათი მილიონ ექვსას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ათი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.18 გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 608 750 (ერთი მილიონ ექვსას რვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.20 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 138 660 (ორი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცი) ლარი დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 380 650 (ორი მილიონ სამას ოთხმოცი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.25 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 5 490 900 (ხუთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაათი ათას ცხრაასი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.28 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 124 300 (ორი მილიონ ას ოცდაოთხი ათას სამასი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.29 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 137 880 (სამი მილიონ ას ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.30 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 037 920 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცი) ლარი დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.32 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 879 780 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 065 130 (სამი მილიონ სამოცდახუთი ათას ას ოცდაათი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.34 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 093 250 (ორი მილიონ ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.37 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 092 950 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.40 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 610 000 (ერთი მილიონ ექვსას ათი ათასი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 674 700 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდასი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.44 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 073 590 (ორი მილიონ სამოცდაცამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.45 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 777 290 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 093 900 (ერთი მილიონ ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაასი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.47 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 064 570 (ორი მილიონ სამოცდაოთხი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.48 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 859 850 (სამი მილიონ რვაას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.50 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 356 305 (ერთი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას სამას ხუთი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 161 150 (ას სამოცდაერთი ათას ას ორმოცდაათი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების №4, №6, №9, №13, №16, №18, №20, №24, №25, №28, №29, №30, №32, №33, №34, №37, №40, №43, №44, №45, №46, №47, №48, №50, №52, №56 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი






















