„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №694
2015 წლის 3აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 83 348 398 (ოთხმოცდასამი მილიონ სამას ორმოცდარვა ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) პირველი პუნქტის 1.2; 1.9; 1.11; 1.13; 1.14; 1.16; 1.18; 1.27; 1.33; 1.37; 1.39; 1.40; 1.42; 1.43, 1.44; 1.46; 1.55; 1.58 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 329 875 (ერთი მილიონ სამას ოცდაცხრა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.9 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 056 580 (ერთი მილიონ ორმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.11 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 729 897 (ერთი მილიონ შვიდას ოცდაცხრა ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.13 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 855 321 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას ოცდაერთი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.14 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 445 152 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდახუთი ათას ას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 409 996 (სამი მილიონ ოთხას ცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.18 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 021 384 (ერთი მილიონ ოცდაერთი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარი დანართი №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.27 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 377 100 (ერთი მილიონ სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 260 659 (ორი მილიონ ორას სამოცი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.37 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 108 060 (ორი მილიონ ას რვა ათას სამოცი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.39 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 112 071 (ორი მილიონ ას თორმეტი ათას სამოცდათერთმეტი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.40 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 805 812 (ორი მილიონ რვაას ხუთი ათას რვაას თორმეტი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.42 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 570 650 (ხუთას სამოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.43 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 380 050 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცი ათას ორმოცდაათი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.44 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 374 550 (ორი მილიონ სამას სამოცდათოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.46 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 854 633 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.55 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 949 788 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდარვა) ლარი დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
„1.58 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 773 492 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი დანართი №58-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
გ) დანართები №2; №9; №11; №13; №14; №16; №18; №27; №31; №33; №37; №39; №40; №42; №43; №44; №46; №55; №58; ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი