„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018699
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №32 3

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

    „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

        ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 64 392 931 (სამოცდაოთხი მილიონ სამას ოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაას ოცდათერთმეტი) ლარი, მათ შორის:“;

     ბ) პირველი პუნქტის 1.7; 1.16; 1.28; 1.29; 1.30; 1.32; 1.33; 1.36; 1.43; 1.52; 1.53; 1.55; 1.57; 1.61; 1.62; 1.64 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

     „1.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 7 476 251 (შვიდი მილიონ ოთხას სამოცდათექვსმეტი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 990 996 (ერთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.28 მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 589 326 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას სამას ოცდაექვსი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

     1.29 დუშეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 179 087 (ას სამოცდაცხრამეტი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

     1.30 თიანეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 72 600 (სამოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.32 აბაშის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 67 800 (სამოცდაშვიდი ათას რვაასი) ლარი №32 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

     1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 204 961 (ორი მილიონ ორას ოთხი ათას ცხრაას სამოცდაერთი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.36 ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 736 500 (შვიდას ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

      ,,1.43 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 79 250 (სამოცდაცხრამეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.52  ვანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 960 468 (ცხრაას სამოცი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი №52 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

     1.53  ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 112 350 (ას თორმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.55 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 651 570 (ექვსას ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი №55 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.57 სენაკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 203 821 (ორას სამი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.61 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 145 500 (ას ორმოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

     1.62  ბოლნისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 314 999 (ორი მილიონ სამას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

     ,,1.64 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

  გ) დანართები: №7; №10; №16; №28; №29; №30; №32; №33; 36; 43; 51; 52; 53; 55; 57; 61; 62; 64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

📎 დანართები (1)
323.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗