„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№781
2013 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 128 541 415 (ას ოცდარვა მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათას ოთხას თხუთმეტი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.3,1.5, 1.13, 1.15, 1.16, 1.21, 1.22,1.23, 1.32, 1.34, 1.36,1.40,1.43, 1.46,1.48,1.53, 1.54,1.56 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 882 020 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაორი ათას ოცი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.5 საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 330 360 (ერთი მილიონ სამას ოცდაათი ათას სამას სამოცი) ლარი დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.13 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 335 680 (ორი მილიონ სამას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.15 ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 513 920 (ერთი მილიონ ხუთას ცამეტი ათას ცხრაას ოცი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.16 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არაუმეტეს 11 685 570 (თერთმეტი მილიონ ექვსას ოთხმოცდახუთი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.21 გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 738 450 (ორი მილიონ შვიდას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართი №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.22 ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 053 200 (ორი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ორასი) ლარი დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.23 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 829 960 (ორი მილიონ რვაას ოცდაცხრა ათას ცხრაას სამოცი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.32 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 299 800 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.34 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 200 450 (ორი მილიონ ორასი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 863 935 (ერთი მილიონ რვაას სამოცდასამი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.40 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 881 265 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდაერთი ათას ორას სამოცდახუთი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 224 530 (ორი მილიონ ორას ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 285 970 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.48 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 738 280 (ოთხი მილიონ შვიდას ოცდათვრამეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.53 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 974 710 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.54 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 571 805 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათერთმეტი ათას რვაას ხუთი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.56 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 884 310 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ათი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ)განკარგულების №3, №5, №13, №15, №16, №21, №22, №23, №32, №34, №36, №40, №43, №46, №48, №50, №53, №54, №56 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართები არ ქვეყნდება.