„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1039
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 09/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1039

 2013 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგე-ნილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 186 267 735 (ას ოთხმოცდაექვსი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარი, მათ შორის:“;

 ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.6, 1.7, 1.8, 1.10, 1.11, 1.12, 1.13, 1.14, 1.16, 1.17, 1.19, 1.23, 1.24, 1.25, 1.26, 1.27, 1.28, 1.29, 1.30, 1.31, 1.32, 1.33, 1.34, 1.35, 1.36, 1.37, 1.38, 1.39, 1.40, 1.42, 1.43, 1.44, 1.45, 1.46, 1.47, 1.48, 1.49, 1.50, 1.51, 1.52, 1.53, 1.54, 1.55, 1.56 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 889 420 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხას ოცი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 841 840 (სამი მილიონ რვაას ორმოცდაერთი ათას რვაას ორმოცი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 597 310 (ხუთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ათი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.4 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 026 370 (სამი მილიონ ოცდაექვსი ათას სამას სამოცდაათი) ლარი დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 473 880 (ორი მილიონ ოთხას სამოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.7 ყვარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 463 900 (ორი მილიონ ოთხას სამოცდასამი ათას ცხრაასი) ლარი დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.8 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 997 480 (ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 977 870 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.11 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 327 505 (ორი მილიონ სამას ოცდაშვიდი ათას ხუთას ხუთი) ლარი დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 199 140 (ოთხი მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ორმოცი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად“;

„1.13 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 866 440 (ორი მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.14 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 729 820 (ორი მილიონ შვიდას ოცდაცხრა ათას რვაას ოცი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.16 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არაუმეტეს 11 593 770 (თერთმეტი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.17 ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 024 255 (ერთი მილიონ ოცდაოთხი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.19 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 719 910 (ერთი მილიონ შვიდას ცხრამეტი ათას ცხრაას ათი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.23 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 836 795 (სამი მილიონ რვაას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 288 275 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდარვა ათას ორას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.25 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 11 878 705 (თერთმეტი მილიონ რვაას სამოცდათვრამეტი ათას შვიდას ხუთი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.26 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 188 030 (ორი მილიონ ას ოთხმოცდარვა ათას ოცდაათი) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.27 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 744 005 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ათას ხუთი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.28 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 039 060 (ორი მილიონ ოცდაცხრამეტი ათას სამოცი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.29 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 102 280 (სამი მილიონ ას ორი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.30 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 419 700 (ორი მილიონ ოთხას ცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.31 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 50 050 (ორმოცდაათი ათას ორმოცდაათი) ლარი დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.32 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 297 600 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 667 280 (ექვსი მილიონ ექვსას სამოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.34 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 576 350 (ორი მილიონ ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

„1.35 ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 432 455 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათორმეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 292 615 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.37 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 812 490 (ორი მილიონ რვაას თორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.38 თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს არაუმეტეს 15 396 210 (თხუთმეტი მილიონ სამას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ორას ათი) ლარი დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.39 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 145 100 (ორი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ასი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.40 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 517 145 (სამი მილიონ ხუთას ჩვიდმეტი ათას ას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.42 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 230 055 (სამი მილიონ ორას ოცდაათი ათას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 812 880 (ორი მილიონ რვაას თორმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.44 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 147 070 (ორი მილიონ ას ორმოცდაშვიდი ათას სამოცდაათი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.45 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 538 480 (სამი მილიონ ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 034 710 (სამი მილიონ ოცდათოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.47 ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 041 570 (ორი მილიონ ორმოცდაერთი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი დანართი №47-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.48 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 9 271 890 (ცხრა მილიონ ორას სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.49 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 071 730 (ერთი მილიონ სამოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდაათი) ლარი დანართი №49-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.50 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 578 430 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაათი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.51 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 678 430 (სამი მილიონ ექვსას სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაათი) ლარი დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 816 750 (ოთხი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.53 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 971 410 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდათერთმეტი ათას ოთხას ათი) ლარი დანართი №53-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.54 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 948 165 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდარვა ათას ას სამოცდახუთი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.55 მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 750 700 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას შვიდასი) ლარი დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.56 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 515 720 (ორი მილიონ ხუთას თხუთმეტი ათას შვიდას ოცი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულების №1, №2, №3, №4, №6, №7, №8, №10, №11, №12, №13, №14, №16, №17, №19, №23, №24, №25, №26, №27, №28, №29, №30, №31, №32, №33, №34, №35, №36, №37, №38, №39, №40, №42, №43, №44, №45, №46, №47,№48, №49, №50, №51, №52, №53, №54, №55, №56 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

 

 

*  ქვეყნდება დანართების გარეშე