„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №124 7
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა ) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 7 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 174 999 933 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) პირველი პუნქტის: 1.1; 1.10; 1.11; 1.13; 1.17; 1.21; 1.26; 1.28; 1.29; 1.30; 1.33; 1.34; 1.36; 1.38; 1.39; 1.40; 1.41; 1.46; 1.47; 1.48; 1.53; 1.57; 1.59; 1.60; 1.61; 1.63 და 1.64 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 461 725 (ორი მილიონ ოთხას სამოცდაერთი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.10. სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 487 141 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ას ორმოცდაერთი) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.11. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 297 598 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.13. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 942 510 (სამი მილიონ ცხრაას ორმოცდაორი ათას ხუთას ათი) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.17. გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 621 120 (სამი მილიონ ექვსას ოცდაერთი ათას ას ოცი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.21. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 500 030 (ორი მილიონ ხუთასი ათას ოცდაათი) ლარი №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.26. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 532 875 (ერთი მილიონ ხუთას ოცდათორმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი №26 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.28. წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 563 110 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდასამი ათას ას ათი) ლარი №28 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.29. დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 405 999 (ერთი მილიონ ოთხას ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №29 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.30. ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 254 062 (ორი მილიონ ორას ორმოცდათოთხმეტი ათას სამოცდაორი) ლარი №30 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.33. დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 937 746 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარი №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.34. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 818 429 (ერთი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.36. ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 552 490 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.38. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 307 150 (ორი მილიონ სამას შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.39. ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 320 953 (ერთი მილიონ სამას ოცი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი №39 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.40. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 866 863 (ოთხი მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათას რვაას სამოცდასამი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.41. მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 375 771 (ორი მილიონ სამას სამოცდათხუთმეტი ათას შვიდას სამოცდათერთმეტი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.46. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 165 487 (სამი მილიონ ას სამოცდახუთი ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარი №46 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.47. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 068 397 (ოთხი მილიონ სამოცდარვა ათას სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი №47 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.48. აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 877 652 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარი №48 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.53. ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 327 541 (ორი მილიონ სამას ოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდაერთი) ლარი №53 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.57. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 893 568 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას ხუთას სამოცდარვა) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.59. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 126 705 (სამი მილიონ ას ოცდაექვსი ათას შვიდას ხუთი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.60. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 12 593 252 (თორმეტი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ორმოცდათორმეტი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.61. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 276 172 (ორი მილიონ ორას სამოცდათექვსმეტი ათას ას სამოცდათორმეტი) ლარი №61 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.63. გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 263 981 (სამი მილიონ ორას სამოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.64. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 986 203 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ორას სამი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
გ) დანართები: №1; №10; №11; №13; №17; №21; №26; №28; №29; №30; №33; №34; №36; №38; №39; №40; №41; № 46; № 47; № 48; № 53; № 57; № 59; № 60; № 61; № 63 და № 64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი