საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

მიღების თარიღი 24.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №580
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
matsne.gov.ge 696 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 10.03.2017 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 13.03.2017 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 23.03.2017 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 04.09.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 29.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №580 2017 წლის 24 მარტი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე 1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე მუხლის:      ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 125 ერთეულით;   ბ) პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა:    ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 6000 ერთეულით, მათ შორის, არაუმეტეს 37 ერთეულით − სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ძირითადი საქმიანობისათვის (გამოცდები/შეფასებები/კვლევები/სახელმწიფო დაკვეთები) და არაუმეტეს 12 ერთეულით − ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად;     ბ.ბ) ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 4,500 ლარით;     ბ.გ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2,000 ლარით;     ბ.დ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 46%-ით;    გ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 115 ერთეულით;    დ) პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ −  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა:     დ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 1524 ერთეულით;     დ.ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 1550 ლარით;     დ.გ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 40%-ით;    ე) პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ −  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე და მიეცეს თანხმობა:    ე.ა)  შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 325 ერთეულით, საიდანაც 280 ერთეული დასაქმებული იქნება 2017 წლის 1 ივლისამდე;     ე.ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 1630 ლარით;     ვ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 11 ერთეულით, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ფონდის პროგრამებისა და გრანტების ფარგლებში − 200 ერთეულით;    ზ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 325 ერთეულით;   თ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 36 ერთეულით, მათ შორის, 21 ერთეული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში და 15 ერთეული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში;     ი) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, მათ შორის, 15 ერთეული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში და 35 ერთეული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში;    კ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ −  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 55 ერთეულით, მათ შორის, 11 ერთეულით – ცენტრში დაცული ფონდების აღრიცხვისა და მასში არსებულ სიძველეთათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წინადადებების შემმუშავებელი კომისიის ფარგლებში და 24 ერთეული − საგრანტო დაფინანსების ფარგლებში. 2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი