საქართველოს მთავრობასა და შპს „წავკისი ჰესს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „წავკისი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№646
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023540
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №646

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „წავკისი ჰესს“  შორის დასადები შეთანხმებისა და  საქართველოს მთავრობას, შპს „წავკისი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „წავკისი ჰესს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „წავკისი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი. 

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მე-2  პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა  კახა კალაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი