`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი040.030.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №561
2004 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ
საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” (შემდგომში – ფონდი).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):
ა) განახორციელოს ფონდის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) ფონდის დებულებაში გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა;
გ) უზრუნველყოს ფონდის დებულების დამტკიცება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) 10 დღეში უზრუნველყოს ფონდისათვის შესაბამისი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.
4. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას (ზ. ჟვანია) ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება და მისი შემადგენლობის დამტკიცება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“?
- „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“ მიღებულია 03.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №561. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.12.2005-დან.
- სად არის „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”“, №561, 03.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36682/