საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №16/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016330
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2017
📜 ცვლილებების ისტორია (10)
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 12.12.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის №44/2014 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ოქტომბრის №44/2013 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №16/2017
2017 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016228);
2. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 26 მარტის №18/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/04/2015, 010240060.15.008.016182);
3. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2016 წლის 10 ივნისის №34/2016 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 13/06/2016, 010240060.15.008.016273);
4. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №58/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016222);
5. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №59/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016223);
6. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №63/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016227);
7. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №67/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016231);
8. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №66/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 010240060.15.008.016230);
9. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 23 მარტის №11/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23/03/2015, 010240060.15.008.016175);
10. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2015 წლის 1 დეკემბრის №57/2015 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02/12/2015, 010240060.15.008.016221).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ აპარატის შესაბამის მოხელეთა თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება და ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენა.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი