„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №220 |
|
2017 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები“.
2. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს/სამმართველოს/სამსახურს) ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტის უფროსი/სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი) (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი).“; 3. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილე“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი)“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველოს) ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.“. 5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულები“. 6. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ქვედანაყოფები) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (სტრუქტურული ქვედანაყოფებია): ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი; ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი; თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი; კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ლ) დავების განხილვის სამსახური; მ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური; ნ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველო; ო) სტრუქტურული რეფორმების სამმართველო; პ) სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო; ჟ) გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო; რ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო; ს) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო; ტ) დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველო; უ) სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო. მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულები 1. პირველად სტრუქტურულ ერთეულებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო ვალის მომსახურების სამმართველო; ბ) დაფინანსების მოზიდვის და ევროინტეგრაციის სამმართველო. 4. იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო: ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო; გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; დ) სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის სამმართველო. 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ბ) საფინანსო სამმართველო; გ) საქმისწარმოების სამმართველო; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. 6. საბიუჯეტო დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო. ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო; გ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო. 7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინსპექტირების სამმართველო; ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო. 8. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საგადასახადო და საბაჟო ბერკეტების მოდელირების სამმართველო; ბ) საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო; გ) საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო; დ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო. 9. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო; ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო. 10. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) პროტოკოლის სამმართველო. 11. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|