„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №318 |
|
2017 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№5 დანართით), თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 1000 სულისა;“. 2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტო უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამაში რეგისტრაცია გამოაცხადოს არაუმეტეს სამჯერ ერთი წლის განმავლობაში. 9. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია რეგისტრაცია გამოცხადდეს ფურების ან ცხვრებისა (ნერბი) და თხებისათვის (ნეზვი) განკუთვნილი აღჭურვილობებისათვის ცალ-ცალკე.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მინიმალური ფართი დანართი №1-ის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იყოს არანაკლებ 45 მ2-ისა, დანართი №2-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 80 მ2-ისა, დანართი №3-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 165 მ2-ისა, დანართი №4-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 210 მ2-ისა და დანართი №6-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 90 მ2-ისა;“. 5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პროგრამაში ჩართვის მომდევნო წლიდან უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 30%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით, აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (თარიღისა და გამოყენებული ჯიშის მითითებით);“. 6. დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „დანართი №6 რძის საწარმოს აღჭურვილობა
.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №318. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.020027.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №318, 03.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020027 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3730905/