ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1315
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 და 2016 წლის 9 დეკემბრის №2522 განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიის ნაწილი – 21 132.43 (ოცდაერთი ათას ას ოცდათორმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი მიმართოს 2017 წლის 16 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, კერძოდ:
ა) ქალაქ ხონში მდებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შესაცვლელად და სტიქიის შედეგად დაზიანებული სტადიონის სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ;
ბ) ქალაქ ხონში, სოლომონ მეორის ქ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სტიქიით დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციოდ.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 30.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1315. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024055.
- სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1315, 30.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024055 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3732815/