1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, მედიამენეჯმენტის, ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტის, ინფორმაციის მენეჯმენტის, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები) და მარკეტინგის სპეციალობები);
ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);
გ) ხელოვნების მიმართულება (აუდიოვიზუალური ხელოვნების, მედიახელოვნების სპეციალობები);
დ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);
ე) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (გენდერის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით, სამხედრო მეცნიერების შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით, საჯარო მმართველობის სპეციალობები).
2. შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);
გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, რუსული ენის ცოდნა, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა.
5. კომპიუტერის პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin