1. უმაღლესი განათლება:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, მედიამენეჯმენტის, ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტის, ინფორმაციის მენეჯმენტის, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები) და მარკეტინგის სპეციალობები);

ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების,  მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

გ) ხელოვნების მიმართულება (აუდიოვიზუალური ხელოვნების, მედიახელოვნების სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);

ე) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, გენდერის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიციფირებით, სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით, სტატისტიკის სპეციალობები).

2. შესაბამის სფეროში გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69  ბრძანება;

თ) კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე,  რუსული ენის ცოდნა,  სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა.

5. კომპიუტერის პროგრამების კარგად ცოდნა : Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin