„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №19 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1681
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1681

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №19 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

 

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №19 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნის მიზნით, შენობის ან/და შენობებისა და საფეხბურთო მოედნების აშენება, ინვენტარით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირების დაწყება 2018 წლის 20 დეკემბრამდე;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (ს/კ: 201990079) გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ– სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2015 წლის 20 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული / დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან, იმ პირობით, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №19 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ამ განკარგულებით შესული ცვლილების გათვალისწინებით) განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობებს.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №19 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის შეცვლილი ან ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი