ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის გადატანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1694
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1694

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის გადატანის შესახებ

1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული „ქუთაისი სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის გადატანა და დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შესაბამისი პროექტის მომზადება და გაზსადენის გადატანის სამუშაოების განხორციელება საკუთარი სახსრებით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი