სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1979
2017 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ალექსანდრე ჯეჯელავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი შარვაშიძე − სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი;
გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
მაია ცქიტიშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
გიორგი ალიბეგაშვილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
გიორგი კვესიტაძე – სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;
დავით ლორთქიფანიძე – სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − ირაკლი კობახიძეს;
ბ) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს − მარიამ ჯაშს;
გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერს − გია ზვიადაძეს.
3. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაშუქება.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას დაევალოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების გეგმისა და გრაფიკის შემუშავება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 15.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1979. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024622.
- სად არის „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №1979, 15.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024622 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3813799/