„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №108 |
|
2017 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირად საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი აღიწერება და ისინი შეადგენს პირადი საქმის პირველ და მეორე ნაწილებს. თუ პირად საქმეს ახლავს დაწესებულებაში მყოფი ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი (დანართი №22), ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი (დანართი №222), პირის პირადი დოკუმენტების კონვერტი, ისინი აღიწერება პირადი საქმის მეორე ნაწილში. პირადი დოკუმენტების აღწერის ფურცელი ინახება პირად საქმეში არსებულ კონვერტში, რომელიც ეკვრება პირადი საქმის მეორე ყდას შიდა მხრიდან.“.
2. მე-12 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მსჯავრდებულის პირად საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შეიტანება ჩამონათვალში, რომელიც დგება ცალკე საქმის პირველ და მეორე ნაწილზე. პირადი საქმის მეორე ნაწილში დართული დოკუმენტების ჩამონათვალში ასევე შეიტანება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, მსჯავრდებულის პირადი დოკუმენტები კონვერტით და სასამართლო დოკუმენტების ასლები. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი არის კონვერტში პირად საქმესთან, ისინი შეიტანება კონვერტში შენახული დოკუმენტების აღწერაში. ეს აღწერა დგება პირადი საქმის მეორე ნაწილის შიდა მხარეზე: პასპორტის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის) სერიის, მისი გაცემის თარიღისა და გამცემი ორგანოს, ასევე ნომრის მითითების ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ამოიღება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, საექიმო-სამედიცინო პუნქტში გადასაცემად და ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათების გადაცემა ხორციელდება საქმის დოკუმენტების აღწერით.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, ხოლო აუცილებელ შემთხვევაში, სხვა ავადმყოფობის შესახებ დოკუმენტები (ავადმყოფობის ისტორია, ანალიზების ცნობა და სხვა);“.
4. დანართი №221-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №222:
„დანართი №222
ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი
პაციენტის სახელი და გვარი ___________________________________________________________
პირადი № _____________________________
ასაკი __________________________________
მენარხე ___________________ წლის ასაკში
ბოლო მენსტრუალური ციკლი (თარიღი) ______________________
მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა _________________________
მენსტრუალური ციკლის ხასიათი: რეგულარული არარეგულარული შეწყვეტილი
ორსულობა (რაოდენობა) __________________________________
პირველი ორსულობა (ასაკი) _______________________________
ბოლო ორსულობა (ასაკი) __________________________________
მიმდინარე ორსულობა ____________________________________
მშობიარობის სავარაუდო თარიღი _________________________
ჯანმრთელობის პრობლემა ბოლო ორსულობისას: _________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
მედიკამენტების გამოყენება ბოლო ორსულობისას: ________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
ჩატარებული სკრინინგი:
სგგდ ___________________________________
აივ/შიდსი ______________________________
B ჰეპატიტი _____________________________
С ჰეპატიტი _____________________________
შეეთავაზა სკრინინგი: სგგდ; აივ/შიდსი; B ჰეპატიტი; C ჰეპატიტი
ანამნეზში აბორტი (რაოდენობა): __________ თვითნებური __________ ხელოვნური __________
მშობიარობა (რაოდენობა): ____________________ პირველი მშობიარობა (ასაკი) ______________
ბოლო მშობიარობა: ____________________
მენოპაუზა: ___________________________
გადატანილი/ამჟამად არსებული გინეკოლოგიური დაავადებები: __________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
გადატანილი/ამჟამად არსებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
შეეთავაზა ორსულობის ტესტი: დიახ/არა
შეთავაზებულ ორსულობის ტესტზე პაციენტმა განაცხადა: თანხმობა/უარი
ტესტირების შედეგი: დადებითი/უარყოფითი
ექიმის სახელი, გვარი და ხელმოწერა
__________________________________
__________________________________
თარიღი __________________________
შენიშვნა: ტესტირებაზე უარის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი ოქმი.“.
|