1. თუ ერთ მხარის კანონმდებლობის მიხედვით, მე-13 მუხლის მოქმედების არ გავრცელების შემთხვევაში იქნება მოპოვებული დახმარების მიღების უფლება, ამ მხარის უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის სადაზღვევო პერიოდებს გაითვალისწინებს და დახმარებას დანიშნავს.
2. თუ პირველი პუნქტის თანახმად ვერ იქნება მოპოვებული დახმარების (პენსიის) მიღების უფლება, ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით დაზღვევის პერიოდები გათვალისწინებულ იქნება და დახმარება (პენსია) ქვემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშდება:
უფლებამოსილი ორგანო მხედველობაში მიიღებს ორივე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით გასულ სრულ სადაზღვევო პერიოდს და ყოველთვიური დახმარების ოდენობა განისაზღვრება სრული სადაზღვევო პერიოდის მხოლოდ იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად არის შესრულებული.
3. თუ მხარეების კანონმდებლობაში დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს ნორმები, ისინი ხელშეკრულებაშიც იქნება გათვალისწინებული.
ნაწილი III
სამსახურეობრივი ტრავმები და პროფესიული დაავადებე