1. მხარეები კანონმდებლობის მიხედვით პირის მიერ დახმარების მიღების, მისი შენარჩუნების ან ახალი უფლების მიღების საჭიროების შემთხვევაში ერთი მხარის უფლებამოსილი ორგანო მხედველობაში იღებს მეორე მხარის დაზღვევის პერიოდებს, ამასთან დაზღვევის პერიოდები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების გავრცელების შემთხვევაში არ შეგროვდა დახმარების გაცემისათვის საჭირო დაზღვევის პერიოდი, უფლებამოსილი ორგანო მესამე ქვეყანაში გატარებულ დაზღვევის პერიოდსაც ჩათვლის იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანასთან რომელიმე მხარეს დადებული აქვს ხელშეკრულება აღნიშნულის შესახებ.

3. მხარეები ერთ-ერთი კანონმდებლობის მიხედვით პირისათვის დახმარების განსაზღვრისათვის მხედველობაში მიიღებენ მეორე მხარის დაზღვევის პერიოდებს და პირველად მუშაობის დაწყების თარიღ