1. დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მომუშავე და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება წარმგზავნი მხარის კანონმდებლობა.
2. ერთი მხარის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მომუშავე პირებზე, რომელნიც არ არიან გამოგზავნილი თავისი ქვეყნიდან, ვრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც არის განლაგებული წარმომადგენლობა.
3. იმ ქვეყნის მოქალაქეებს ან იმ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, სადაც მდებარეობს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობისადმი დაქვემდებარება, თუ მათზე არ გავრცელდა ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების მოქმედებ