2. ერთ-ერთი ქვეყანის საზღვრებში თავისი კაპიტალით მომუშავე პირი, რომელიც თავისი ფუნქციების შესასრულებლად დროებით მეორე ხელშემკვრელ მხარეში იმყოფება, ამ ქვეყანაში ჩამოსვლიდან 24 თვის განმავლობაში პირველ ქვეყანაში მომუშავედ ჩაითვლება და პირველი ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარება. ორი მხარის უფლებამოსილი ორგანოების წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში ამ ვადის გაზრდა შეიძლება 60 თვემდე.

3. მხარეები ერთ-ერთში მდებარე საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის კომპანიის ცენტრში ან სატელეკომუნიკაციო ფირმებში მომუშავე პირზე, მეორე ქვეყანაში გაგზავნის შემთხვევაში ვრცელდება გამგზავნი მხარის კანონმდებლობა.

4. გემის ეკიპაჟზე და სხვა პერსონალზე გავრცელდება იმ მხარის კანონმდებლობა, რომელი ქვეყნის დოშის ქვეშ გემი დაცურავს.

5. ერთ-ერთი მხარის ქვეყანაში არსებულ ფილიალში ან მუდმივ წარმომადგენლობაში მომუშავე პირებზე გავრცელდება ის კანონმდებლობა, სადაც დაარსებულია ფილიალი ან მუდმივი წარმომადგენლობა.

6. ერთი მხარის სახელმწიფო ორგანოებში, ოფიციალურ წარმომადგენლობებში ან ასეთი რანგის ორგანოებში მომუშავე პირებზე გავრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ამ პირებმა მეორე მხარის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ან თუ მუდმივად გადავიდნენ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად, სამსახურის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ ამ ქვეყნის კანონმდებლობაზე დაქვემდებარებ