1. ამ ხელშეკრულების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. „სახელმწიფო“ − საქართველოს მხრიდან − საქართველო, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან − თურქეთის რესპუბლიკა;

1.2. „კანონმდებლობა“ − მე-2 მუხლში აღნიშნული კანონები და სხვა ნორმატიული აქტები;

1.3. „უფლებამოსილი ორგანო“ − საქართველოს მხრიდან სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, შესაბამისი სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები,თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან − შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და შესაბამისი სამინისტროები;

1.4. „პასუხისმგებელი ორგანო“ − მე-2 მუხლში აღნიშნული კანონმდებლობის შესრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანო;

1.5. „დაზღვეული პირი“ − პირი, რომელზეც მე-2 მუხლში აღნიშნული კანონმდებლობა ვრცელდება;

1.6. „დაზღვევის პერიოდი“ − სადაზღვევო თანხის გადახდის პერიოდი;

1.7. „ოჯახის წევრი“ − მხარეების კანონმდებლობით განსაზღვრული პირები;

1.8. „საცხოვრებელი ადგილი“ − მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

1.9. „დროებითი საცხოვრებელი ადგილი“ − ერთ-ერთ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მეორე ქვეყანაში დროებითი საცხოვრებელი ადგილი;

1.10. „დახმარება“ − მხარეების კანონმდებლობით გათვალისწინებული პენსია და სხვა დახმარება.

2. ყველა ტერმინს, რომელიც არ არის განმარტებული ამ მუხლში, აქვს კანონმდებლობით მინიჭებული მნიშვნელობ