1. ამ ხელშეკრულების განხორციელებისას გამოიყენება შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

ა) საქართველოს მხრიდან:

- საკანონმდებლო აქტები, რომლებიც აწესრიგებენ საქართველოს სოციალური დაცვის საკითხებს − შრომის, დასაქმების, საპენსიო უზრუნველყოფის, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის და ზიანის ანაზღაურებას.

ბ) თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან:

- მუშებზე (სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მუშების ჩათვლით) დადგენილი სოციალური დაზღვევის (ავადმყოფობისას, მშობიარობისას, სამუშაოზე მიღებული ტრავმისას, პროფესიული დაავადებისას, ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას) კანონმდებლობა;

- თურქეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდის შესახებ სახელმწიფო მოხელეებზე დადგენილი კანონმდებლობა (ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას);

- მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებზე, ხელოსნებზე, სხვა დამოუკიდებლად მომუშავეებზე სოფლის მეურნეობის დარგში თავისი რისკით მომუშავეებზე დადგენილი კანონმდებლობა, (ინვალიდობისას, მოხუცებულობისას და გარდაცვალებისას);

- 506-ე სოციალური დაზღვევის კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებულ ფონდებთან დაკავშირებული კანონმდებლობა;

2. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებისას. მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული კანონმდებლობის შემცვლელი დამატებების შემტანი და გამაერთიანებელი სხვა იურიდიული აქტებიც გამოიყენება.

3. ერთი მხარე თავის კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე მხარეს აუწყებს 3 თვის განმავლობაში. თუ ეს ცვლილებები და დამატებები მისაღებია მეორე მხარისათვის აღნიშნული ცვლილებები სამი თვის განმავლობაში ხელშეკრულებაში შეიტანება.

4. სოციალური დაცვის რომელიმე ახალი ორგანოს ჩამოყალიბების შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმდება ახალი დამატებითი ხელშეკრულებ