სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2008
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოსთვის (ს/ნ 429650399) სტიქიის შედეგად განადგურებული მეურნეობის აღდგენის მიზნით (ფუტკრის სკების დამზადებისთვის), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს იმერეთის სატყეო სამსახურის ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის ყუმურის სატყეოს კვ. №18 ლიტ. №5-დან 200 მ3 I ხარისხის თხმელის ჯიშის ხე-ტყის გაცემა.
2. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა თაფლმა საჩინომ უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის, ასევე სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 26.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2008. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024699.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“, №2008, 26.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024699 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3827671/