„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №169

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.77“ პუნქტი:

„ჰ.77) Tracking System ნიშნავს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობას ფრენისას.“.

2. 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ) ცეცხლმაქრებით (სტაციონალური და პორტატული); ნებისმიერი ცეცხლმაქრი  ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სტაციონალურ ცეცხლმაქრში და განთავსებულია სხ-ის თითოეულ საპირფარეშოში პირსახოცების, ქაღალდების და ნარჩენებისათვის განკუთვნილ ბუნკერში იმ საჰაერო ხომალდებზე, რომლის ვარგისობის სერტიფიკატი გაიცა 2011 წლის 31 დეკემბერს, ან ამ თარიღის შემდეგ და ნებისმიერი გადასატანი ცეცხლმაქრის შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება იმ საჰაერო ხომალდებზე, რომლის ვარგისობის  სერტიფიკატი გაიცემა 2018 წლის 31 დეკემბერს, ან ამ თარიღის შემდეგ, არ უნდა შედიოდეს 1987 წლის მონრეალის ოქმის „A“ (ჯგუფი II) დანართით განსაზღვრულ ნივთიერებათა ნუსხაში, რომელიც აზიანებს ოზონის შრეს.

შენიშვნა: ინფორმაცია ცეცხლმაქრის შემადგენელ ნივთიერებებზე მოცემულია ფედერალური საავიაციო სააგენტოს – FAA-ის ანგარიშში №DOT/FAA/AR-99-63.“.

3. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ექსპლუატანტი ადგენს განსხვავებებს მის ექსპლუატაციაში არსებულ საჰაერო ხომალდებსა და გამოსაყენებელ საწაფებს შორის და შეიმუშავებს ამ განსხვავებების დაფარვის მეთოდებს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია 965/2012 EU რეგულაციაში (ORO.FC.145 (d); AMC1 ORO.FC.145 (d)).“.

4. 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყოველმა წევრმა 12 თვეში ერთხელ გაიაროს სამარშრუტო შემოწმება ფშს-ში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ ხომალდის მეთაურ-შემმოწმებელს (LTC). თუ სხ-ზე გათვალისწინებულია დამკვირვებლის სავარძელი შემოწმება უნდა ჩატარდეს დამკვირვებლის სავარძლიდან.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია EU რეგულაციაში 965/2012 (AMC1 ORO.FC.230)“.

5. წესის №2 დანართის მე-2 მუხლის, 32-ე პუნქტის შენიშვნა“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ACAS-ის ექსპლუატაციის წესები მოცემულია Doc 9863-ში, PANS-OPS-ის I ტომში (Doc 8168) და PANS-ATM-ის (Doc 4444) მე-12 და მე-15 თავებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია