„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №81 

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ79“,  ,,ჰ80“ და ,,ჰ81“ პუნქტები:

„ჰ79) დაბინძურებული ადზ – ადზ  დაბინძურებულია, თუ მისი ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი (მიუხედავად დაბინძურებული ადგილების განლაგებისა) დაფარულია ერთი ან მეტი ნივთიერებით, რომელიც გათვალისწინებულია ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის აღწერილობის ჩამონათვალით;

შენიშვნა:  ინფორმაცია ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის აღმწერების შესახებ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართში, ტომი I, განმარტებები.

80) მშრალი ადზ – ადზ  მშრალია, თუ მისი  ზედაპირი არ არის ნესტიანი და დაბინძურებული;

81) სველი ადზ – ადზ სველია, თუ  მისი ზედაპირი დაფარულია ნებისმიერი ხილული ნესტით ან 3 მმ-მდე სიღრმის წყლით.“.

2. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხომალდის მეთაური ვალდებულია გადასცეს სპეციალური შეტყობინება (AIREP) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, თუ ადზ-ს მოჭიდების კოეფიციენტი გადმოცემულზე ნაკლებია.

შენიშვნა: ადზ-ს მოჭიდების კოეფიციენტის შესახებ მოხსენების შედგენის პროცედურები მოცემულია PANS-ATM ((Doc 4444) მე-4 თავში და დანართში 1.“.

3. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „381“ მუხლი:

მუხლი 381. სხ-ის დასაფრენად შესვლის და დაფრენის საექსპლუატაციო პროცედურები

აკრძალულია აეროდრომის დონიდან 300 მეტრზე (1000ft) დაბალ სიმაღლეზე დასაფრენად შესვლა და დაფრენა, თუ ხომალდის მეთაური, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არ არის დარწმუნებული, რომ ადზ-ს საფარის მდგომარეობა და სხ-ის ტექნიკური მახასიათებლები იძლევა უსაფრთხო დაფრენის შესაძლებლობას.

შენიშვნა: 1. ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის გადაცემის პროცედურები მოცემულია იკაოს  Doc-ში 9981 ( PANS Aerodromes), ხოლო ადზ-ს ზედაპირის შესახებ სხ-ზე მიღებული ინფორმაციის გამოყენების წესები მოცემულია სხ-ის მახასიათებლების სახელმძღვანელოში – Doc 10064.

2. სხ-ის საფრენოსნო ტექნიკური ინფორმაციის მომზადების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc-ში 10064.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 4 ნოემბრიდან.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე