„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №164

2024 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაუშვებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ექსპლუატანტის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“) რეგულაციით განსაზღვრულ სიაში. ასეთი საჰაერო ხომალდი შესაძლებელია შეტანილ იქნეს სერტიფიკატის დანართებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დერეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან და მისი საქართველოდან დერეგისტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე ზედამხედველობას ახორციელებდა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, ან საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო (CAMO).“

 2. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „ბ1 “, „დ“, „ვ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“

3. მე-12 მუხლის „41 “ და „42 “ პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,41. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში იმავე ტიპის ახალი სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“ და „B“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.

42. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“, „B“ და „D“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ1“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ჟ.ე“ „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2024.
როდის იქნა მიღებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2024. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №164. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016347.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №164, 25.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6233807/