„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის N69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №257

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/03/2022, 310050000.54.066.016254) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული/აღიარებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 3

ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, კატეგორი(ებ)ის/ქვეკატეგორი(ებ)ის დამატება განხორციელდება კონვერტაციის ანგარიშით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში  საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობა გაიცემა  იმ წესის შესაბამისად, რის მიხედვითაც გაიცა აღნიშნული მოწმობა.“.

3. წესის მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) A, B1.2 და B1.4 ქვეკატეგორიების და   B3 კატეგორისთვის:

ა.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან

ა.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი  საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ა.გ)  პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის  მიერ სერტიფიცირებულ  ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;

ბ) B2 კატეგორიის და B1.1 და B1.3 ქვეკატეგორიებისთვის:

ბ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან

ბ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი  საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ბ.გ)  პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს  გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი  სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის  მიერ სერტიფიცირებულ  ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;

გ) B2L კატეგორიისათვის:

გ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან

გ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი  საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

გ.გ)  პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი  სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის  მიერ სერტიფიცირებულ  ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;

გ.დ) დამატებით სხვა ახალი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მისაღებად  პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება  თითოეული ახალი აღნიშვნისათვის.

4. წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი