საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2028
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
ა) არაუმეტეს 7800 (შვიდი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) არაუმეტეს 7700 (შვიდი ათას შვიდასი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) არაუმეტეს 3200 (სამი ათას ორასი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) არაუმეტეს 10 600 (ათი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი