1. მერის მოადგილეს/მოადგილეებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის მოადგილე/მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, მერის ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
4. მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), შემთხვევში მის მოვალეობას ასრულებს მეორე მოადგილე თუ მოადგილე დანიშნული არ არის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ