1. მერიის თანამდებობის პირები არიან მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები-სამსახურის უფროსები (შემდგომში ტექსტში– სამსახურის უფროსი).
2. მერიის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამ დებულებით.
3. მერიის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-