1. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე/მოადგილეები;
2. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების დანიშვნის, უფლებამოსილების შეჩერების და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
3. მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად